ჩვენ შესახებ

სტომატოლოგიური კლინიკა MM CLINIC

მე მარიამ მანჯგალაძე ვარ, ექიმი 3 სხვადასხვა მიმართულებაში ვმუშაობ. 8 წლის მანძლზე მრავალი პაციენტისთვის მიმკურნალია და ბოლობოლო საკუთარი კლინიკის გახსნა გადავწყვიტე.
პირადად მე, აქ ძალიან ბევრი რესურსი ჩავდე, მიუხედავად უახლესი აპარატურისა, საუკეთესო მასალებისა და ხელსაწყოებისა, ფინანსური რესურსი მთავარი არ იყო. აქ უფრო მნიშვნელოვანია 8 წლიანი გამოცდილება, 3 ლიცენზია სტომატოლოგიის სხვადასხვა დარგში, რამდენიმე საუკეთესო კლინიკაში მუშაობა და მრავალი ტრენინგი. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა საუკეთესო შემეკრიბა და თქვენამდე მომეტანა.
ჩვენ ამბიციური მიზნები გვაქვს, გავხდეთ თქვენთვის, ანუ მომავალი პაციენტებისთვის საყვარელი კლინიკა, თავი კომფორტულად იგრძნოთ და გვანდობდეთ თქვენთვის ძალიან ძვირფასს, ღიმილის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი პაციენტებზე ორიენტირებულობაა, და პირველ რიგში მათი ინტერესებიდან გამოვალთ.

გუნდის არჩევას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი, დღეს თამამად ვამბობ, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებული პიროვნება და ექიმია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება სტერილიზაციას და უმტკივნეულო სტომატოლოგიას ეთმობა.
მოკლედ აქ ყველაფერია, რასაც მე სტომატოლოგიური კლინიკისგან ვისურვებდი.

სტომატოლოგიური კლინიკა