რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კბილების მოვლისას?

  • Home
  • სიახლეები
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კბილების მოვლისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კბილების მოვლისას?

ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის  წინ, ასაკის მომატებასთან ერთად პაწიას ჯაგრისის ხელში დაჭერა  ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას,  შუალედური კვების შემდეგ კი წყალი გამოავლებინეთ.

ჯაგრისს ბავშვის კბილის ზომის შესაბამისი თავი უნდა ჰქონდეს, ხოლო   კიდეები – მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დაზიანდეს, ღერები   სინთეტიკური სჯობს – ნატურალური მასალა ზედმეტად ფოროვანია, ამიტომ მასში ბაქტერიები იოლად იბუდებენ და მრავლდებიან.

  •     ჯაგრისის ტარი განიერი, ხელში დასაჭერად მოსახერხებელი და ლამაზი  უნდა იყოს.
  •     ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ.
  •     ჯაგრისის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას – მასზე ბავშვის ასაკი უნდა იყოს მითითებული.
3 წლამდე ბავშვს კბილების გახეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი.  კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.
თუ ბავშვი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, თქვენ მხოლოდ თვალი ადევნეთ, რამდენად სწორად აკეთებს და იყენებს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას.
მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს.
იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილებს, აუცილებლად დაეხმარეთ მას. 

Leave A Reply