თერაპული სტომატოლოგია

  • Home
  • თერაპული სტომატოლოგია

თერაპიული სტომატოლოგია გულისხმობს

კბილის დაბჟენას (დაპლომბვას) რისთვისაც უმაღლესი ხარისხის ჰელიოკომპოზიტს ვიყენებთ. ესტელაითი სიგმა, ასტერია და სხვა.

ენდოდონტია (ნერვის მოკვლა) ამ პროცედურის შესრულება დიდ სიზუსტეს და სკურპულოზურობას მოითხოვს. ცუდათ შესრულებული ენდოდონტია იგივეა რაც სახლი სუსტი საძირკველით. ადრე თუ გვიან აუცილებლად შეგაწუხებთ. იმისთვის რომ ყველანაირი გართულების რისკი მაქსიმალურად შემცირდეს, არხებს თანამედროვე აპარატურით, ენდობუნიკით ვამუშავებთ, იდეალური სისუფთავისთვის კი რაბერდამი გამოიყენება, რაც კბილის ნერწყვისგან იზოლაციის საშუალებაა, ქიმიური ნივთიერებები მისი საშუალებით პირის ღრუში არ ხვდება, ხოლო ნერწყვი კბილს არ ეხება. რაც სისუფთავეს უზრუნველყოფს. სამუშაოს სიზუსტე მეწმდება ვიზიოგრაფიული რენტგენითა და აპექსლოკატორით

კბილების წმენდა-ესაა 3 ეტაპიანი პროცედურა, რომელიც 6 თვეში ერთხელ აუცილებელია და იგი საუკეთესო საშუალებაა ღრძილების პათოლოგიებისა და კარიესის თავიდან ასაცილებლად

კბილების საოფისე გათეთრება-ძალზედ პოპულარული და პაციენტების საყვარელი პროცედურა, რადგან თვალსაჩინო შედეგი მიიღება ერთ საათში. გათეთრებამდე აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა.

კბილების კაპრბით გათეთრება ეს მეთოდი გამოიყენება კბილების გასათეთრებლად სახლის პირობებში.  ექიმი სტომატოლოგი ამზადებს ინდივიდუალურ კაპებს, შეირჩევა ინდივიგუალურად მათეთრებელი გელი და ხდება მათი საშუალებით კბილების გათეთრება სახლის პირობებში. მაქსიმალური შედეგისთვის დაახლოებით 2 კვირაა საჭირო. მგრძნობელობის შემთხვევაში კი იგივე კაპებით მამინერალიზებელი გელი გამოიყენება.

მხატვრული რესტავრაცია- შეგიძლიათ მხატვრული რესტავრაციით კბილთა სასურველი ფორმა და ფერი გაიკეთოთ. პროცედურა პირდაპირ სტომატოლოგის კაბინეტში კეთდება და შესაძლებელია იდეალური ღიმილი 1 დღეში მიიღოთ.